საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე, მოხელეთა უპირობო და საყოველთაო ამნისტიის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა განუხირციელებლად მიიჩნევს.
კალაძე აცხადებს, რომ უმთავრესი მიზანი და დაპირება სამართლიანობის აღდგენაა.
"უდიდესი სამუშაო შეასრულა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც აწარმოა მოლაპარაკების პროცესი ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევისთვის. დავით უსუფაშვილი მოქმედებდა ქვეყნის ინტერესებისა და თანაცხოვრების პრინციპების სრული დაცვით. სამწუხაროდ, როგორც რეალობა გვაჩვენებს, ოპოზიციის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ქვეყნის საზიანო დესტრუქციულ ძალასთან, რომლის ერთადერთი მიზანია, გაექცეს იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც შესაძლოა, დაეკისროს ხელისუფლებაში ყოფნისას "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ პირებს", - განაცხადა კალაძემ.
მისვე თქმნით, ყოფილი მმართველი პარტია ათასგვარი ბინძური ხერხებითა და პროვოკაციით ცდილობს "ქართული ოცნებას" ხელი შეუშალოს ქვეყნის ეფექტურ მართვაში.
"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა მოხელეთა უპირობო და საყოველთაო ამნისტიის შესახებ ვერ განხორციელდება. ჩვენი მიზანი და დაპირება არის სამართლიანობის აღდგენა და ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.