საქართველოს მთავრობამ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესწორება შეიტანა . ამიერიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პირველად მონახულებაზე მხოლოდ მცირედი ჯარიმაა დაწესებული, ხოლო რიგ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლა ლეგალურადაც იქნება შესაძლებელი.
კანონის ადრინდელი ვარიანტის თანახმად, ამ ოკუპირებული ტერიტორიების მონახულება ოფიციალური თბილისის თანხმობის გარეშე მიიჩნეოდა ქვენის კანონმდებლობის დარღვევად და ისჯებოდა ან მსხვილი ფულადი ჯარიმით (1,2 ათასი აშშ დოლარიდან ) ან პატიმრობით 4 წლამდე.
ახალი კანონპროექტის თანახმად კი აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის პირველი მონახულება ისჯება ჯარიმით 400 ლარის ოდენობით (დაახლ. 250 აშშ დოლარი) და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც ამ ტერიტორიების მონახულება განმეორედება.
ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლება მიიღებს უფლებას გასცეს ოფიციალური ნებართვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონახულების შესახებ. ამ შემთხვევაში ვიზიტები დასჯადი არ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები