ცხინვალის რეგიონში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. იუსტიციის სამინისტროს 2012 წლის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 581 გარდაცვალების ფაქტი, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში დაიბადა მხოლო 215 ბავშვი.
ამასთან ერთად ე.წ. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი როკსანა ალბიოროვა ასევე აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში ცხინვალის რეგიონში ადამიანის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ მისი ახლობლები დაახლოებით ერთი წლის დაგვიანების აკითხავენ გარდაცვალების მოწმობას.
ხოლო რაც შეეხება შობადობას, მისივე თქმით, ორსული ქალები, ძირითადად ბავშვის გასაჩენად ჩრდილოეთ ოსეთში მიემგზავრებიან და ამიტომაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში შობადობის მხოლოს მიახლოებული მონაცემები არსებობს.
"იმის გამო, რომ ქალები ბავშვებს ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთში აჩენენ ჩვენ ვერ ვავლენთ სამხრეტ ოსეთში არსებულ ახალგადადებულთა ზუსტ რაოდენობას", _ აცხადებს ალბიოროვა.
მისივე ინფორმაციით, 2012 წელს დარეგისტრირებული 281 ქორწინებაზე - განქორწინების მაჩვენებელმა 45 შეადგინა.