ოსი სეპარატისტები საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას მოუწოდებენ "თავი არ შეიწუხონ" "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანით. სეპარატისტებს ამ კანონში არა ცვლილებების შეტანა არამედ მისი სრული გაუქმება სურთ. განცხადებები ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა გააკეთა.
სეპარატისტები აცხადებენ, რომ თუ საქართველოს მართლაც დაინტერესებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით საჭიროა ამ კანონის სრული გაუქმება და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება.
"ე.წ. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2008 წლის შემოდგომაზე იქნა მიღებული, მაშინ როდესაც ჩავარდა საქართველოს ხელისუფლების მცდელობა ძალით ჩაეგდოთ ხელში სამხრეთ ოსეთი. თავისი არსებით ეს კანონი მოწმობა იყო იმისა, რომ სააკაშვილი გამსახურდიას პოლიტიკას აგრძელებს.
საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ თავდაპირველა განაცხადა, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" გასაუქმებელია, ახლა კი მასში მხოლოდ შესწორებები შეაქვთ. ეს მხოლოდ მოწმობს იმას, რომ ისინი თავიანთი დამოკიდებულებით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ სააკაშვილისა და მისი გარემოცვიდან შორს არ წასულან", _ აცხადებს მურატ ჯიოევი და დასძენს, რომ ბატალიები ამ კანონის შერბილება-არშერბილების ირგვლივ, რომლებიც საქართველოში გაიმართა - დროის ფუჭად ხარჯვაა და სხვა არაფერი.
"ის ბატალიებიც კი რომლებიც საქართველოში ამ კანონის შემსუბუქება-არშემსუბუქების ირგვლივ წარიმართა - ძალებისა და ენერგიის ტყუილი ხარჯვაა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად არსებობს ორი გამშვები პუნქტი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე. ეს არის რუსეთისა და საქართველოს მხრიდან არსებული პუნქტები. რუსეთის მხრიდან არსებული პუნქტი ფუნქციონირებს, საქართველოს მხრიდან კი არა, ვინაიდან ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ეს პუნქტი სწორედ მაშინ იხსნება როდესაც სამხრეთ ოსეთში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ჩამოდიან", _ აცხადებს ჯიოევი და სეპარატისტების მოთხოვნების იმ სრულ ჩამონათვალს აკეთებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ორი ე.წ. თანასწორუფლებიანი სახელმწიფო ურთიერთოიბების გაგრძელებას შეძლებს.
"თუ საქართველოს ხელისუფლება მართლაც არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით საჭიროა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" - სრული გაუქმება, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება. საქართველოს მხრიდან თავისი ბრალეულობის აღიარება სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში, სახელმწიფო საზღვრისა და მისი გადაკვეთის პუნქტების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება", _ აცხადებს მურატ ჯიოევი.
მასალის გამოყენების პირობები