ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. ცხინვალში ჩასულ ინსპეციას სერგეი ზაიჩკინი ხელმძღვანელობს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთის საანგარიშო პალატის წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონში ფედერალური ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესამოწმებლად ჩავიდნენ.
აღნიშნული შემოწმება 18 თებერვალს ჩატარდება და 1 მარტამდე გასტანს.
აღნიშნულ შეხვედრაზე ოს სეპარატისტთა ლიდერმა დახმარებისათვის რუსეთს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
"ახლა რესპუბლიკის აღდგენაზე ვმუშაობთ, მართალია ოფიციალურად გაცხადებული იყო, რომ აღდგენის ეტაპი დასრულებულია, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენ მოსახლეობიდან შემოგვდის. რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია - რუსეთის დახმარება, რომელიც სამხრეთ ოსეთში შემოდის ადრესატამდე უნდა მივიდეს", _ განაცხადა თიბილოვმა.