თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა ფრაქცია და პარტია დატოვა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ' საუბარში განმარტა მიზეზი თანაგუნდელებთან სხვადასხვა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა გახდა.
,,დავტოვე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა და პარტიაც და ვრჩები ერთ რიგით დამოუკიდებელ დეპუტატად. არცერთ პარტიაში არ გადავსულვარ და მზად ვარ, ვითანამშრომლო როგორც ერთ ისე მეორე მხარესთან", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხაჩირაშვილმა და აღნიშნა, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
,,ცალსახად მინადა დავაფიქსირო, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. ,,ნაციონალურ მოძრაობაში" ' ბევრი კარგი ადამიანია, გვქონდა აზრთა თანხვედრა და მახსოვს წარმატებული დღეები. თუმცა არსებული გარემოებებიდან გამომდინარე ვატყობ, რომ აზრთა თანხვედრა აღარ არსებობს და საკუთარ თავთან ჭიდილს ნამდვილად არ ვაპირებ", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხაჩირაშვილმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია რა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა ,,ნაციონალებისგან" განსხვავებული პოზიცია.
,,საზოგადოებისთვის ეს საკითხი არა მგონია, მნიშვნელოვანი იყოს, ალბათ მნიშვნელოვანი იქნება უფრო ის თუ რა ფორმით ამოვწურავ ჩემს რესურსებს", -განაცხადა ხაჩირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასლ კვირას ნიკოლოზ ხაჩირაშვილი აცხადებდა, რომ საკრებულოში ,,ნაციონალურ მოძრაობას" მტკიცე დეპუტაცია ჰყავდა.