"ვინც ეს ვიდეო წლების განმავლობაში შეინახა არ შეიძლება მასზე დადებითი აზრი მქონდეს", -განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების"' ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო-მასალის კომენტირებისას.
,,ასეთი ვიდეოების შეფასება ზოგადად დადებითად არ შემიძლია, რადგან ასეთი ვიდეო თუ ვინმეს ჰქონდა წლების მანძილზე კეთილი უნდა ენება და ვინმესთვის მიეწოდებინა. იმ ადამიანზე, ვინც ეს ვიდეო წლების განმავლობაში შეინახა არ შეიძლება მასზე დადებითი აზრი მქონდეს", -განაცხადა გედევან ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ მანამდე სანამ ვიდეო-მასალას ექსპერტიზა არ ჩაუტარდება ერთგვარად იგი საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების მცდელობაა.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეო-მასალა ჟურნალისტებსა და სამართალდამცველებს მიაწოდა დღეს მიაწოდა, რომელიც პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს.
ირაკლი ფირცხალავამ ვიდეო მასალა დამოუკიდებლად მოიპოვა, თუმცა სამართალდამცველებისთვის გადაცემამდე ის ჟურნალისტებს მიაწოდა. ვიდეო-მასალა ,,რუსთავი-2"-მა გაავრცელა. რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გავრცელებული კადრები სრული ვერსია არ არის, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა.
ჩანაწერში კარგად ჩანს, რა მოხდა დიდუბეში 2004 წელს გიორგობის ღამეს, და რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა. ვიდეო-კადრებში ჩანს, რომ ავტომობილში იდო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი.