რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 2012 დარეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა წელს მკვეთრად გაიზარდა და მან 1118 შეადგინა, რაც 281 დანაშაულით მეტია 2011 წელთან შედარებით. განცხადება ამის შესახებ შტაბის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ზვანბაიამ აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე გააკეთა, რომელიც 2012 წლის შედეგებს მიეძღვნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, ყოველივე ამასთან ერთად გაზრდილია ყოველ 1000 მოსახლეზე დანაშაულის ხვედრითი წილი. თუკი 2011 წელს ეს ციფრი 3,4 % იყო 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 4,5 % მდე აიწია.
მათი ინფორმაციით, კრიმინოგენული ვითარების მაქსიმალური გამწვავება საკურორტო სეზონზე მოდის. ყველაზე მაღალ მაჩვენებელს იყო აგვისტოს თვეში აღწევს.
რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის ინტენსივობას რაიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დანაშაულის ჩადენის მხრივ გალის რაიონზე მოდის. ამის შემდეგ მოდის გუდაუთის რაიონი, შემდეგ კი გულრიფშის.
"ოჩამჩირის რაიონში კრიმინოგენული ვითარება თითქმის უცვლელია, ხოლო სოხუმისა და ტყვარჩელის რაიონებში ამჟამად დანაშაულის ჩადენის მაჩვენებლის კლებას აქვს ადგილი.
გაგრის რაიონში ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა 2011 წლიდან 192 დან 279 მდე გაიზარდა. ამასთან ერთად აქ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია", _ აცხადებს ზვანბაია.