ბიზნესმენებისა და პრემიერის საუბარი კერძო საპენსიო ფონდისა და საფონდო ბირჟების განვითარებასაც შეეხო, - ამის შესახებ განცხადება, ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა ბიზნესმენებისა და პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე ბიზნესმენებმა, საკუთარ პრობლემებზეც უამბეს. თავის მხრივ, კი პრემიერ-მინისტრმა ბიზნემენებს საკმაოდ კარგი ინიციატივები გააცნო, რომელთა პრეზენტაციაც ეტაპობრივად მოხდება.
"შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე საინვესტიციო ფონდებზეც და მისი შევსების წყაროებზეც, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ ფონდების პრეზენტაცია თვენახევარში მოხდება და საზოგადოება ამ ფონდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღებს. შეხვედრაზე ბიზნესმენებმა საკუთარი პრობლემებიც გააჟღერეს. აღინიშნა ასევე ისიც, რომ დაგეგმილია საფონდო ბირჟის განვითარება, ასევე კერძო საპენსიო ფონდის შექმნა", - განაცხადა ლექვინაძემ.