დღესაც, ჩვენი მთავარი პროკურორი მომავალ დროში საუბრობს. არადა, ის თავისი კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და თანამდებობრივი კომპეტენციის გამო, ვალდებულია, საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ წარსულ დროში მოუყვეს, უამბოს და გააცნოს, რა გამოიძიეს, რა დაადგინეს, ვის მიმართ რა ბრალი გამოიკვეთა, რა საქმე წარმართეს სასამართლოში... , - აცხადებს "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში უფლებადამცველი ლია მუხაშავრია. მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენა სწორად რომ არ მიმდინარეობს, რადგან ის შედეგს ვერ ხედავს.
"თავისი კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და თანამდებობრივი კომპეტენციის გამო, ვალდებულია, საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ წარსულ დროში მოუყვეს, უამბოს და გააცნოს, რა გამოიძიეს, რა დაადგინეს, ვის მიმართ რა ბრალი გამოიკვეთა, რა საქმე წარმართეს სასამართლოში... ამის ნაცვლად, ჩემთვის და ალბათ, საზოგადოებისთვის მიუღებელია საუბარი მომავალ დროში, როცა ის კვლავინდებურად ამბობს, რომ დაიწყება, გამოიძიებენ და დაადგენენ", - აცხადებს მუხაშავრია და აღნიშნავს, რომ როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში, ას დღეზე მეტი გადის და თავად კობა დავითაშვილის საქმის გამოძიება არ ხდება, რა უნდა იფიქროს რიგითმა მოქალაქემ, რომელიც ასეთივე ან უარესი რეპრესიის მსხვერპლი აღმოჩნდა წინა ხელისუფლების დროს?
"ამიტომ სამართლიანობის აღდგენა არ არის მხოლოდ უფლებადამცველთა, იურისტთა და ადვოკატთა მოთხოვნა. მართალს ამბობს კობა, როდესაც ამბობს: არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა სამართლიანობის აღდგენის გარეშე. ეს არის ამ საზოგადოებისთვის უმ-
ნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე კეთილდღეობა და სხვამისთანანი. ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, პროგრესს ვერ ვხედავ. ან ისეთ პროგრესს,როგორიც ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნოდ, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ", - აცხადებს მუხაშავრია.