,,მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე მთავრობა, ოპოზიცია, თუ სამოქალაქო სექტორი ერთსა და იმავე პრინციპებზე საუბრობდნენ", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,შერატონ მეტეხი პალასში" არასამათავრო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
,,ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე იქნებოდა ეს მთავრობა, ოპოზიცია, თუ სამოქალაქო სექტორი ერთსა და იმავე პრინციპებზე საუბრობდნენ, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობას, ასევე შერჩევით სამართლის მიუღებლობას. საუბარი, რომელიც დღეს მოვისმინეთ კონსტრუქციული იყო. ეს კარგ საფუძველს ქმნის იმ მოლაპარაკებისთვის, რომელიც მხარეებს შორის მიმდინარეობს", -განაცხადა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორი მთავრობის წევრებს, საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა.