,,პრემიერ-მინისტრს გადატვირთული გრაფიკი აქვს და შესაძლებელია ყველას ინდივიდუალურად დიდი დრო ვერ დაგვითმოს", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კობა დავითაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომელიც კოალიციის შიგნით დაპირისპირებას უარყოფს.
მისივე განცხადებით კოალიციაში გადაწყვეტილება გუნდური პრინციპით ხდება და არა ე.წ. ,,ელიტის" მიერ.
"კობა დავითაშვილის განცხადებას, რომ უმრავლესობაში სხვადასხვა საკითხებს ,,ელიტარული ჯგუფი" წყვეტს, ნამდვილად არ ვეთანხმები. დავითაშვილს არასოდეს ხელი არ შეშლია თავისი აზრისა და პოზიციის გამოხატვაში", _განაცხადა მანანა კობახიძემ, რომლიც კოალიციის შიგნით განხეთქილებას უარყოფს.
,,კოალიცია ერთი პოლიტიკური გუნდია. თუმცა კოალიციის ყველა წევრი ერთნაირად ვერ იაზროვნებს, მაშინ კომუნისტურ პარტიას დავემსგავსებით და შესაძლებელია რომ ვიღაც განსხვავებულად ფიქრობდეს, მაგრამ კოალიციაში არ არის პრინციპული დაპირისპირება. ის, რომ კობამ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ვერ მოახერხა, შესაძლოა ეს მეც და ნებისმიერ სხვა ლიდერსაც დაემართოს, რადგან პრემიერ-მინისტრს საკამოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს და შესაძლებელია, რომ ინდივიდუალურად ყველას დიდი დრო ვერ დაგვითმოს. თუმცა ამის გამო არ უნდა გავნაწყენდეთ", -განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილი ,,ალიასთან", ინტერვიუში აცხადებს, რომ კოალიციაში გადაწყვეტილებეს ე.წ. ,,ელიტა" იღებს და უკვე ერთი თვეა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები