რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ცხინვალის რეგიონში იმყოფება. ილია შესტაკოვი ოს სეპარატისტთა ლიდერს ლეონიდ თბილოვს უკვე შეხვდა. შეხვედრაზე თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის მძიმე მდგომარეობა ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროების თანამშრომლობა ნაყოფს გამოიტანს.
"ჩვენ რუსეთი ძალიან გვეიმედება, იმიტომ, რომ თავად ჩვენ ამ უმძიმესი სიტუაციიდან ვერ გამოვალთ", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობა მკვეთრად დაეცა, რამაც თავის მხრივ სოფლების დაცარიელება გამოიწვია.