აფხაზეთში, გუდაუთაში უცნობმა პირებმა იეჰოვას მოწმეების შეკრების ადგილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა შენობა დაზიანდა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე თავდასხმაა, რომელიც აფხაზეთსი იეჰოვას მოწმეების თავშეყრის ადგილის მიმართ ხოციელდება.
იეჰოვას მოწმეებმა აღნიშნულის შესახებ იქ მოქმედ ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებს აუწყეს, თუმცა ოფიცოიალური განცხადება მათის მხრიდან ჯერ ჯერობოით არ გაკეთებულა. აღსანიშნავია ასევე, რომ ჯერ ჯერობით ნაპოვნი არც წინა თავდასხმის ჩამდენნი არიან.
აფხაზეთში იეჰოვას მოწმეების "მოღვაწეობა" 1970 -იანი წლებიდან იწყება. ამჟამად მათი რაოდენობა იქ 1400 ადამიანზე მეტია. ამ ორგანიზაციის საქმიანობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულების შემდეგ ოფიციალურად აიკრძალა. მიზეზად დასახელდა ის, რომ ისინი უარს აცხადებდნენ იარაღის ხელში აღებაზე და ჯარში სამსახურზე.