ე.წ. საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშღოების საბჭოს სხდომაზე. სხდომას ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ხელმძღვანეობდა. სხდომაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვაზე.
სეპარატისტთა ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტები მკაცრად იქნება აღკვეთილი. ამას გარდა, სეპარატისტებმა ასევე დიდი ყურადღება დაუთმეს სოფელ ზარდიანთკარის პრობლემას დაუთმეს დიდი ყურადღება და აღნიშნეს, რომ ამ სოფელში მდგომარეობა გასული წლის ივნისში გართულმა, მას შემდეგ რაც იქ ქართული პოლიციის საგუშაგო განთავსდა.
შეგახსენებთ, რომ სოფელი ზარდიანთკარი ქართული სოფელია, იქ როგორც ქართული ასევე ოსური ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს. სეპარატისტები ქართული საგუშაგოს გაუქმებას მოითხოვენ.