თბილისის დამწვრობის ცენტრში თერმული დაზიანებით წლისა და ათი თვის ბავშვს მკურნალობენ.
მას სახისა და გულმკერდის 14% აქვს დაზიანებული და მესამე ხარისხის დამწვრობით პაციენტი კლინიკაში გუშინ მოათავსეს.
ექიმების განცხადებით, პაციენტის მდუღარე წყალი გადაესხა, რის შემდეგაც დახმარების მიზნით, ახლობლებმა კირიანი წყლით დაბანეს და პაციენტს ქიმიური დამწვრობაც განუვითარდა.
ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.