რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისრტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სირიაში აფხაზეთის წარმომადგენელს შარიფ მარშანს შეხვდა. ჩირიკბამ აღნიშნულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მალე აფხაზეთში 140-მდე სირიელი აფხაზი "დაბრუნდება". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შარაფ მარშანმა ჩირიკბას აფხაზეთში "დაბრუნებული" თანამოქალაქეების შესახებ მოუთხრო.
"ჩვენ აქ ლტოლვილების სტატუსით კი არა საკუთარ სახლში ჩამოვედით. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვოცნებობდით სამშობლოში დაბრუნებაზე და როდესაც ამის საშუალება მოგვეცა, გვინდა ჩვენს სამშობლოს სიტყვითა და საქმით გამოვადგეთ. გვინდა აფხაზეთის საკეთილდღეოდ ვიშრომოთ",_ განაცხადა მარშანმა, რაზეც ვიჩესლავ ჩირიკბამ უპასუხა, რომ სირიიდან "დაბრუნებული ძმების" დახმარება აფხაზი ხალხის ვალია.
"ეს ჩვენი ვალია ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენი სირიელი ძმების წინაშე. ახლა სირიიდან ახალი ნაკადი მისაღებად ვემზადებით - ეს დაახლოებით 140 ადამიანია. რა თქმა უნდა არის სიძნელეები, მაგრამ ჩვენ ყველკაფეე შესაძლებელს ვაკეთებთ",_ განაცხადა ჩირიკბამ.
მასალის გამოყენების პირობები