რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სახელმწიფო ინსტიტუტმა აბიტურიენტთათვის სეპარატისტული აფხაზეთიდან 5 კვოტა გამოყო. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი აბიტურიენტთა საბუთების მიღება დაიწყო.
"აღნიშნული კვოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სახელმწიფო ინსტიტუტში 5 აფხაზი აბიტურიენტის უფასო საფუძველზე ჩარიცხავს ითვალისწინებს. როგორც გასულ წელს კონკურსი აბიტურიენტთა შორის გასაუბრებისა და გამოცდების ჩაბარების საფუძველზე გაიმართება", _ აცხადებს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
მისივე თქმით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში საბუთების მიღნა 15 აპრილამდე იწარმოებს.