საქართველოს პრეზიდენტი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა.
პრეზიდენტის ,,ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომი თანამშრომლობა იყო. კერძოდ, საუბარი შეეხო ასოცირებული წევრობის შეთანხმებას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხს. მხარეებმა შიდაპოლიტიკურ მოვლენებსა და კოჰაბიტაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზეც ისაუბრეს.
ევროკომისარმა ყურადღება ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს სამიტი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და შტეფან ფულემ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
მასალის გამოყენების პირობები