,,დიალოგი უპერსპექტივო არ არის", _განაცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ მომდევნო შეხვედრა ორი დღის შემდეგ ისევ შედეგბა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა შეხვედრა საქმიანი იყო.
,,დღევანდელი შეხვედრა საქმიანი იყო. ჩვენ არ გვისაუბრია იმ საკითხზე, რაზეც ბატონმა პეზიდენტმა საუბრის დასაწყისში ისაუბრა და ცხადია ამ თემაზე ჩვენ ვერ ვთანხმდებით და დარწმუნებული ვარ, იმ აქტს რომელსაც ხელი მოვაწერე თავისუფლება ბევრმა პოლიტდევნილმა მიიღო. საჯარო ბიბლიოთეკასთან კრიმინალთა ბრბო არ დამინახავს. იქ იყო ხალხი, რომელიც პროტესტს გამოხატავდა და ამ პროტესტის გამოხატვისას დაარღვიეს კანონი და ამაზე თავის დროზე განვაცხადეთ", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ უნდა დაისაჯოს.
,,ჩვენ გავიარეთ ყველა საკითხი და შეთანხმებამდე მისული ჯერ არ ვართ, თუმცა შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს დიალოგი უპერსპექტივო არ არის და მხოლოდ გარკვეული პიარ-აქციები არ არის, არც ჩვენი და არც პრეზიდენტის მხრიდან", _განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილთან შეხვედრისას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი ხედვები და პერსპექტივები გამოიკვეთა, თუმცა უსუფაშვილმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
მასალის გამოყენების პირობები