,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელსაც ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება", -განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ შს მინისტრის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება მათთვის მიუღებელია.
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელსაც ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება და მას არ ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა წინააღმდეგ ქმედებების განხორციელება. საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ვალდებულება კანონით აქვს მხოლოდ პოლიციას. უნდა ითქვას ისიც, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების აუცილებლობა არ დამდგარა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დასაცავი ობიექტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ ყოფილა", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მსგავის შეხვედრებზე უსაფრთხოებაზე პასუხსიმგებელი სახელმწიფო დაცვის სამსახურია.