საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველო-უკრაინის ბიზნეს საბჭოს დელეგაციას შეხვდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე უკრაინელი ბიზნესმენები. შეხვედრა გაიმართა თბილ და მეგობრულ გარემოში. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ახლად ჩამოყალიბებული ბიზნეს-საბჭოს მიზნები და უკრაინელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში საქმიანობის დაწყების შესაძლებლობები. ქართული მხარე მიესალმა ბიზნეს-საბჭოს შექმნას და უკრაინულ მხარეს აღუთქვა დახმარება, კომპეტენციის ფარგლებში, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები