,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების დაკითხვაზე არ გამოცხადება არაადეკვატურობის მწვერვალია", -განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ დაკითხვაზე უარის თქმის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მათი ქმედება სისუსტეზე მიუთითებს.
,,გამომძიებლები დასაკითხად მიდიან პატიმართან და ავადმყოფთან სხვა ყველა შემთხვევაში ადამიანი დაკითხვაზე თვითონ მიდის. თუ მათ თვითონ შეიზღუდეს საკუთარი თავისუფლება და პატიმრები არიან, პრობლემაა არაა მივიდნენ მათთან გამომძიებლები", _განაცხადა ჟურნალისტებთან ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების განცხადებები დაკითხვაზე არ გამოცხადების შესახებ სამარცხვინოა.
შეგახსენებთ, რომ რვა თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კანდელაკი და სერგო რატიანი დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ისინი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებენ და გამომძიებლებს დასაკითხად პარტიის ოფისში ეპატიჟებიან.