მუსიკოსი ლადო ბურდული მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს პოლიტიკის გულისთვის ერთმანეთს ნუ დახოცავენ.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,ხალხო ვიცი რომ ქვეყანა აირია ყველას ნერვები გაქვთ დაწყვეტაზე.. მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ ზვიად გამსახურდიას მაგალითი არ იქნებოდა თქვენთვის საკმარისი იმისთვის რომ სწორე დასკვნები გამოგეტანათ ცხოვრებაში?
ნუ დახოცავთ პოლიტიკის გულისთვის ერთმანეთს. ნასროლ ისარს უფრო ადვილად დაიბრუნებ ვიდრე ნათქვამ სიტყვას მით უმეტესი როცა უკვე ქალბატონების ცემა დაიწყეთ განსხვავებული აზრის ქონისთვის 26 მაისიც მახსოვს მაგრამ როცა ვირჩევდით პრემიერს მან ხომ დაგვპირდა სხვა დანაპირებებთან ერთად ისეც რომ პოლიტიკურ შუღლს დაასრულებდა ქვეყანაში და არა პირიქით რისი ფაქტებიც უკვე საკმაოდ არის სახეზე.
ნუ გაიხდით ყველას დასაცინად თავს ვიცი რომ თქვენი ანგრეული გირჩევნიათ იმათ დალაგებულს მაგრამ ისენიც წავლენ და მერე შიმშილისგან ერთამნეთს შეჭამთ ცოცხლად და ამით დაიხურება საბოლოოდ ამ ქვეყნის ისტორიაც.
ამ ყველაფრის ავტორი კი მშვიდათ ჩაჯდება საკუთარ თვითმფრინავში და გაფრინდება თავის ქვეყანაში.
პ.ს. და გთხოვთ ნუ გადააქცევთ ამ ფბს წარუმატებელი და დაბოღმილი ხალხის გესლიანი თავდასხმების ტრიბუნად კეთილებზე და წარმატებულებზე.
არ მოგწონს? წადი ჩუმად იქ სადაც მოგწონს და ხელს ნუ შეუშლი იმათ ვისაც ეს მოწონს ოკ?", -ნათქვამია განცხადებაში.