აფხაზი სეპარატისტები სირიაში მცხოვრები თავიანთი თანამემამულეებისათვის ე.წ. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისათვის აქტიურად მუშაობენ. აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდა და მას სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა.
ანქვაბმა ჩირიკბას უწყებას იქვე შექმნილ ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტთან ერთად სირიის არაბულ რესპუბლიკაში მცხოვრები მათი ე.წ. თანამემამულეების სიების დაზუსტება მოსთხოვა, რომლებსაც აფხაზეთში საცხოვრებლად ჩასვლა სურთ.
"შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული სხვა საგარეო პოლიტიკური საკითხები", _ იუწყება აფხაზური მხარე.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში სირიიდან ამ დროისათვის 150 ზე მეტი ადამიანია საცხოვრებლად ჩასული.