ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მივიდა. დარბაზში იმყოფებიან სხვა ქვეყნის ელჩებიც. ამ დროისათვის პრეზიდენტის მისვლას ელოდებიან. ელჩებს შენობაში შესვლა აქციის მოანწილეების მიერ მოწყობილი პიკეტის გავლით მოუხდათ. ამ დროისათვის პოლიციამ კორდონი გააკეთა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვების დასმა თავისუფალ რეჟიმში მოხდება.
"როგორც იცით, კითხვების დასმა იქნება თავისუფალი. გააჩნია თქვენ როგორ იაქტიურებთ", - განაცხადა მანჯგალაძემ.