აღდგენილი გელათის აკადემია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.
პატრიარქმა ჩაატარა წირვა, რის შემდეგაც პრეზიდენტთან ერთად დავით აღმაშენებლის საფლავზე პარაკლისი გადაიხადა.
"გელათის აკადემიის აღდგენა არის მცირე ნაწილი ამ დიდი სამონასტრო კომპლექსის აღდგენის. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში აღდგა 400-მდე ძველი ეკლესია. მას შემდეგ, რაც ფიცი დავდე მეფე დავით აღმაშენებლის საფლავზე, 400-მდე ეკლესია აღდგა საქართველოში. ახლა ვიცი, რომ დიდი დავაა ბაგრატზე, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბაგრატი აღდგეს და დასრულდეს უახლოესი ორი წლის განმავლობაში უმაღლესი სტანდარტებით და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით", _ განაცხადა სააკაშვილმა.