ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მიეძღვნა. სხდომას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ხელმძღვანელობდა.
"აფხაზეთი მდიდარია უძველესი ძეგლებით, რომლებიც ჩვენს ისტორიასა და კულტურაზე საუბრობენ.ახლა როდესაც გაჩნდა ფინანსები ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ძეგლები შთამომავლობას შემოვუნახოთ. ერთი ორი წელი ამაზე რომ ვიმუშავოთ, შედეგები სახეზე იქნება", - განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა და მეცნიერებს ამ საქმეში ჩართვისაკენ მოუწოდა.
მეცნიერებმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე 10 იმ ისტორიული ძეგლების ნუსხა წარმოადგინეს , რომლებსაც რესტავრაცია და გამოკვლევა სასწაფოდ სჭირდებათ. ნისხაში შესულია შემდეგი ტაძრები: ცანდრიფშის, დრანდის, ბედიის, მოქვისა და ლაშკინდარის ტაძრები, ბიჭვინთის აკვედუკი, ოთხარის კომპლექსი, წებელდის არქიტექტურული კომპლექსი და სოხუმის ციხე.
ანქვაბმა განაცხადა, რომ ეს ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა - ეს დიდი საუბრის დასაწყისია ამ თემაზე. მისივე თქმით, თითოეულ ამ ძეგლზე ცალკე-ცალკე უნდა გაკეთდეს ინფორმაცია და წინადადებენი მისი შენარჩუნებისათვის. შეგახსენებთ, რომ აფხაზი სეპარატისტები ილორის, მოქვისა და ბედიის ტაძრების რეკონსტრუქციას გეგმავენ. ანქვაბმა შესაბამისი წინადადებების მომზადების განკარგულება უკვე გასცა.