რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები, მორიგ შეხვედრაზე, რომელიც მარტის პირველ რიცხვებში გაიმართება ვაჭრობასა და ტრანსპორტზე ისაუბრებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"შევეცდებით ის სფეროები მოვძებნოთ, რომლებშიც წინსვლა და კონკრეტული საკითხების გადაჭრა შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა ეს ჰუმანიტარული კონტაქტები, ვაჭრობა და რა თქმა უნდა ტრანსპორტია. გარკვეული პროგრესი ამაში შეინიშნება და მას დელიკატურად და ფრთხილად განვავითარებთ", _ განაცხადა კარასინმა და თავი შეიკავა კითხვაზე პასუხს გაცემისგან გაიმართება თუ არა ეს შეხვედრა ჟენევაში.
"შეხვედრის ადგილი ამჟამად განხილვის სტადიაშია",_ განაცხადა კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები