ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული ე.წ. მოქალაქეების მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და გენერალურ პროკურორს მიმართავენ და მათი ახლობლების ბედის გარკვევას სთხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"წერილს ასევე თან ერთვის ჰამაბერგის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები და ვიდეომასალა რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ ისინი საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში იმყოფებიან", _ წერს კომიტეტი.
"პატივცემულო პრემიერო, ჩვენ იმედით მივიღეთ თქვენი პარტიის გამარჯვება. ჩვენ ვადევნებდით თვალს თქვენს წინასაარჩევნო კამპანიას და თქვენმა პოზიციამ უგზო-უკვლოდ დაკარგულების მიმართ იმედი ჩაგვისახა.
ერთ ერთი თქვენი წინასაარჩევნო გამოსვლის დროს თქვენ განაცხადეთ, რომ იპოვით გზას სამხრეთ ოსეთელი დედების გულებისკენ, რომლებმაც შვილები დაკარგეს და მათ იმ ინფორმაციას მისწვდიდით, რომელიც მათი შვილების ბედს ეხება.
ბატონო ივანიშვილო, ახლა სწორედ ასეთი დედები მოგმართავენ. ველით რომ თქვენი პოლიტიკური ძალის გამარჯვებით ჩვენი შვილების ბედი გაირკვევა. ჩვენს შემთხვევაში დრო მკურნალი არ არის. დახმარებას გთხოვთ", _ ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები