წამლის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია პაციენტის განწყობა პრეპარატისადმი. ასეთ დასკვნამდე მივიდა ევროპელ მეცნიერთა ჯგუფი.
ექსპერიმენტის მსვლელობისას მოხალისეთა ერთ ჯგუფს ტკივილ გამაყუჩებელ პრეპარატებს აძლევდნენ, მეორე ჯგუფს პლაცებოს. ტკივილის შეგრძნების შეფასება 100 ქულიანი შკალით ხდებოდა. ყველა მონაწილე, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ წამალს ღებულობდა, აღნიშნავდა ტკივილის დონის შემცირებას. ამასთან, მოხალისები ჩიოდნენ ტკვილის მომატებაზე იმ შემთხვევაში თუ მათ ატყობინებდნენ, რომ წამალი არ შეყავდათ, თუმცა მისი მიცემა არ შეწყვეტილა.
კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატის მოქმედება გარკვეულ წილად დამოკიდებულია იმაზე, სჯერათ თუ არა მისი პაციენტებს.