მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს შუძლიათ გამოიმუშავონ წამალი. ასეთი შესაძლებლობა და მისი რეალიზება კრიტიკული მომენტის დადგომის დროს ხდება.
ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლის დახმარებით ტვინი სტიმულს აძლევს ორგანიზმს გამოიმუშაოს ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება.
ამისათვის, ტვინზე სუსტი ელექტრო დენით იმოქმედებენ, რასაც Noninvasive Transcranial ტექნოლოგია ითვალისწინებს. შედეგად, ტვინი აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშაოს ენდროგენები.
ტექნოლოგიის გამოცდამ აჩვენა,რომ მისი გამოყენების შემდეგ ტკივილის ბარიერი 36% -ით იზრდება. მკურნალობის ეს მეთოდი ეფექტურია იმ პაციენტეებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან რეგულარულად მიიღონ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რომელთაც გვერდითი მოვლენები აქვთ.