დღეს, 4 თებერვალს, 12:00 საათზე, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ ქვეყნის პრემიერ მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომისას იქნა მიღებული, რადგან ეს ერთადერთი განცხადება გაკეთდა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრა ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ გარკვეულ საკითხებზე მოხდა შეჯერება თუმცა ჟურნალისტებთან შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა კონკრეტული შედეგების დასახელებისგან თავი შეიკავეს.
"ორშაბათს 12 საათზე კოალიციის ოფისში გავაკეთებთ განცხადებას. განცხადება იქნება სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით", _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძე.