საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს კრისტიან შმიდტს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, შეხვედრა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა. "ვიმსჯელეთ იმაზე თუ რა როლს ასრულებს საქართველო ავრანეთის სამშვიდობო მისიაში. საქართველოს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი მისია ჰყავს ავღანეთში. თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადება იმის, თაობაზე, რომ საქართველო 2014 წლის შემდეგაც დარჩება ავღანეთში. რასაკვირველია გერმანიის მხარეს ვთხოვე აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. თავის მხრივ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევე ერთხელ დაადასტურა, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია"- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე ინფორმაციით საუბარი შეეხო საქართველოში წელს დაგეგმილ ორ მნიშვნელოვან ვიზიტს ნატოს მხრიდან და ამ მიმართულებით გერმანიის მხარესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ როგორც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ასევე ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში მიმდინარე წელს აუცილებლად შედგება.
შეგახსენებთ საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას, რომელც 1 თებერვალს გაიხსნა და დღეს დასრულდება. კონფერენციის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა.