ერთი შეხედვით ჩანს, რომ ყოველ დილით ერთი ჭიქა სტაფილოს წვენის მიღება სასარგებლოა. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ყველაზე სასარგებლო პროდუქტების გადაჭარბებული მიღება საზიანოა და ზოგჯერ უბრალოდ სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ასე მაგალითად, სტაფილოს წვენი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან იგი დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა სახის შაქარს. გადაჭარბებული დატვირთვით სტაფილოს წვენი საზიანოა მათვის ვისაც კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემა აქვს. გამწვავებული პანკრეატიტის დროს სტაფილოს წვენის მიღება აკრძალულია. აკრძალვაა წვენზე ნაწლავის სხვადასხვა დაავადების დროს.
გარდა ამისა, სტაფილოს წვენის გადაჭარბებული მიღებისას ბეტა კაროტინი, რომელსაც სტაფილო შეიცავს, ცვლის კანის ფერს.
ყველა უკუჩვენების გათვალისწინებით მედიკოსები გვირჩევენ სტაფილოს წვენის მიღებას კვირაში არა უმეტეს 2-3 ჯერ.