,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან კოალიციის რუსთავის ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბერიძემ შიმშილობა დაიწყო.
ბერიძემ გუშინ თბილისის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყო და დედაქალაქში ფეხით ჩამოვიდა.
"მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე და მოვხსნა ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც ჩემთან დაკავშირებით არსებობს", -განაცხადა ჟურნალისტებთან ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ბერიძე დავით საგანელიძისგან მოითხოვს განმარტებას რატომ დაადანაშულა მან ,,ქართული ოცნების" რუსთავის რაიონული ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაში.