"მოსკოვი და თბილისი საქართველოს დსთ-ში დაბრუნების თემას არ განიხილავენ", _ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"რაც შეეხება ხმაურიან ისტორიას, რომელიც თავად ჟურნალისტებმა გამოიგონეს და ჩვენი დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის პირველი დირექტორის ბატონი ევდოკიმოვის შეუწებებელი განცხადება შეაწებეს, მინდა დავადასტურო, რომ თბილისთან ჩვენი კონტაქტების დღის წესრიგში საქართველოს დსთ-ში დაბრუნების თემა არ განიხილება", _ განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მისივე თქმით, "გამონათქვამები, რომლებიც 20 იანვარს ბატონმა ევდოკიმოვმა მინსკში გააკეთა, ამ ნაწილში აშკარად არასწორად იქნა გაგებული და ინტერპრეტირებული ჟურნალისტების მიერ".