პრეზიდენტი ,,ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ემოამაზადონ, მიესალმება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა ეს ის ცვლილებელია, რომელსაც მხარს საპარლამენტო ოპოზიცია დაუჭერს.
,,ეს ის ცვლილებებია, რომელზეც უმრავლესობას ხმები ეყოფა, რომელიც სხვა ყველა ცვლილების შემთხვევაში არ ყოფნით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველო არ შევა არცერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებში. რამდენიმე განცადება გაკეთდა, კერძოდ სომხეთში რომლის მიხედვით უნდა მოხდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ,,არმენიზაცია". კერძოდ თანაბარი დისტანცია უნდა დავიკავოთ დასავლეთისგან და რუსეთისგანაც, რაც ადრე არ იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და კურსი. დღეს უკვე ერევანში გაკეთდა განცხადება, რომ ტექნიკურ დეტალებზე მიდის შეთანხმება აფხაზეთში რკინიგზის გახსნის თაობაზე. აფხაზეთის რკინიგზა არის არა მხოლოდ ლეგალიზაცია რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის, არამედ პირდაპირ პლაცდარმს ვაძლევთ რუსეთს კავკასიის დაპყრობის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე კონსტიტუციაში მნიშვნელოვანია კანონპროექტის ჩაწერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ერთად მოამაზადონ, _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა უნდა იყოს.
,,მივესალმები რა საქართველოს უმრავლესობის დეკლარირებულ სურვილს, რომ ევროპული განვითარება გააგრძელოს. ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას ვთავაზობთ ერთად მოვამზადოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და საქართველოს კონსტიტუციაში, ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე დავაფიქსიროთ ის, რომ საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროპული მომავალი, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უნდა გაგრძელდეს. საქართველოს უსაფრთხოება უკავშირდება საქართველოს ევროატლანტიკურ სისტემას, ხოლო ჩვენი ქვეყნის მომავალი არის სწორედ ევროპულ ვექტორში, ევროპულ განვითარებაში და ევროპული ტიპის დემოკრატიის განვითარებაში. ამიტომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სახელით გამოვდივარ დამატებითი ინიციატივით და საპარლამენტო უმრავლესობას ვთავაზობთ ერთად შევიმუშაოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ეჭვის ქვეშ არასდროს არ დადგება", -განაცხადა ბაქრაძემ.