,,საქართველოში 1937-წელია", -განაცხადა ჟურნალისტებთან კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა, ყოფილი მოადგილის გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესისი დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ ერთადერთი დაპირება შეასრულა_ საქართველოს წარსულში დააბრუნება.
,,ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ მოსახლეობას არაერთი ვარდისფერი დაპირება შესთავაზა, რომლისგანაც არც ერთი შეუსრულებია და ამას ყველა კარგად ხედავს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დაპირება შეასრულეს პირნათლად, რასაც ჰქვია საქართველოს წარსულში დაბრუნება. დღეს საქართველოში 1937-წელია ,,დამიჭირეს მკლავი მომჭრეს რატომ კარგი აგიგია" სწორედ ამ პრინციპით არის სიბაშვილი პასუხისგებაში მიცემული. ამ კაცს დანაშაული არ ჩაუდენია", -განაცხადა ღვინიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთის ყოფილი გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილის თელავის სასამართლომ 15 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.