სამართალდამცავების გაწვრთნილმა ძაღლმა მამაკაცს ნარკოტიკები უპოვა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მიემართებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სოჭის სატრანსპორტო პროკურატურაში უკვე შესულია დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძრვრასთან დაკავშირებით საბაჟო საზღვრის გავლით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გადატანასთან დაკავშირებით.
აფხაზეთიდან მომავალი მამაკაცის ჩხრეკის შედეგად მას ჯიბეში თეთრი ფერის ნივთიერება აღმოუჩინეს, რომელიც ექსპერტის მონაცემებით - მეტადონი აღმოჩნდა.
ამჟამად აფხაზეთის მაცხოვრებელი დაკავებულია და ის განაჩენს ელის.
მასალის გამოყენების პირობები