აღმოჩდა, რომ არც თუ ტყუილად განიცდიან მამაკაცები როცა მათ გრიპი ემართებათ. ამ დაავადებას თავისი ქვეტიპები აქვს: მამრობითი და მდედრობითი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები. მამაკაცებს გრიპი მძიმედ გადააქვთ.
გრიპის დროს ძლიერი სქესის წარმომადგენლებს უფრო მაღალი ტემპერატურა ახასიათებთ, გაცილებით ცუდად გრძნობენ თავს. დაავადებას თან ახლავს ძლიერი და ხანგრძლივი ხველა.
ეს ხდება იმის გამო, რომ მამაკაცებს ტვინში დამატებითი რეცეპტორები აქვთ, რომელსაც შეიძლება "ტემპერატურული" უწოდო. სწორედ ისინი ხდებიან უფრო ძლიერი შეგრძნებების და მძიმე სიმპტომების მიზეზი. აღსანიშნავია,რომ ეს პრინციპები მოქმედებს ბავშვებში, ბიჭები უფრო ძლიერ ავადდებიან გრიპით ვიდრე გოგონები.
ექიმები განმარტავენ, რომ ავადმყოფობის დროს იმუნურ სისტემაზე მოქმედებს პრეოპტიკური უჯრედები. ეს არის ტვინის მესამე პარკუჭის კედლის მონაკვეთი. უჯრედები გავლენას ახდენენ ტემპერატურის აწევაზე, რომლის მიზანია ვირუსთან ბრძოლა. მამაკაცებში ასეთი უჯრედები მეტია, რადგან მათი თავის ტვინი ზომაში აღემატება ქალისას. ამიტომ, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ტემპერატურა უფრო მაღალი აქვთ და თავს გაცილებით ცუდად გრძნობენ.