ელვას შეუძლია თავის ტკივილის შეტევა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვისაც შაკიკი აწუხებს. შეტევის სიხშირე თითქმის მესამედით იზრდება, ჭექა-ქუხილის დროს. ეს კი ნიშნავს,რომ ბევრმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გადაამოწმოს ამინდის პროგნოზი.
ამ მოვლენას ცინცინატის უნივერსიტეტის პროფესორი ვინსენტ მარტინი ხსნის.
"ელვას თავის ტკივილის პროვოცირება მრავალი მიზეზით შეუძლია, ელექტრომაგნიტური ტალღები, უარყოფითი მუხტი, ოზონე, რომელიც ააქტიურებს სოკოვანი სპორების განთავისუფლებას - აი ჩემი ვერსიები. შედეგად, თავის ტკივილის სიხშირე 31%-ით იზრდება,ხოლო შაკიკის 28%-ით. თუ გავითვალისწინებთ ამინდის სხვა ფაქტორებს, მთლიანობაში ტკივილის რისკი 19%-ით იზრდება", - აცხადებს მეცნიერი.
თავის ტკივილისა და შაკიკის შეტევის რაოდენობა, ადამიანებში რომელთაც ეს პირველად დაემართა შესაბმისად 23-24 %-ით იზრდებოდა. ადამიანებზე ამინდის გავლენას პროფესორი 3-6 თვის განმავლობაში მოხალისეებზე აკვირდებოდა. ყოველდღიურ ჟურნალში ფიქსირდებოდა ელვის არსებობა მოხალისეთა სახლიდან 40 კილომეტრში, ასევე აღინიშნებოდა დენის სიდიდე და პოლარობა. მათემატიკური მოდელები მეცნიერებს დაეხმარათ რათა განესაზღვრათ, გამოიწვია თუ არა ელვამ თავის ტკივილი თუ ეს ამინდის სხვა ფაქტორის ბრალია.