აფრიკული სახელმწიფოს ბენინის მეცნიერებმა შეიმუშავეს მალარიის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი. მისი დახმარებით შესაძლებელია გამოიკვლიონ ამ დაავადების ძირითადი გადამტანები კოღო-ანოფელესები.
მეცნიერთა აზრით, ახალი მეთოდის ერთ ერთ უპირატესობას წარმოადგენს შერეული ინფექციის დიაგნოსტიკა, ე.ი. ერთ ნიმუშში რამდენიმე სახეობის პარაზიტის არსებობა.
"ჩვენ, მალარიის ვაქცინის შესამუშავებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მივიღეთ. ის საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ პარაზიტების გენეტიკური მასალები, რომლებიც პასუხისმგებელია მალარიის დაავადების გავრცელებაზე. გენეტიკური მასალების შესწავლის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ვიპოვოთ ვაქცინა", - ამბობს აუგუსტონ კუპოლი -ბენინის ფაქტიური დედაქალაქის კოტონუს ეროვნული უნივერსიტეტის საავადმყოფოს პარაზიტოლოგიის განყოფილების უფროსი.
მასალის გამოყენების პირობები