ინფექციურ ინფექციურ საავადმყოფოში ბოტულიზმით დაავადებული 8 ადამიანი მოათავსეს.
მამედოვების ოჯახის წევრები პამიდვრის კონსერვით მოიწამლნენ.
საავადმყოფოში გადაყვანილთაგან ერთ-ერთი, 10 წლის მოზარდი უგონო მდგომარეობაშია. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული ოჯახის კიდევ სამი წევრი, დანარჩენი 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მოწამლულები თბილისში საგარეჯოს რაიონიდან ჩამოიყვანეს.