გასული წლის დეკემბერში მსოფლიომ შეიტყო ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ შემუშავებულ დიდ წარმატებაზე, კერძოდ ლეიკოზის - სისხლის კიბოს მკურნალობაში.
ამერიკელმა სპეციალისტებმა ფილადელფიის საავადმყოფოს სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა კვლევის ცენტრიდან და პენსილვანიის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა შესძლეს შეექმნათ ძალიან ეფექტური თერაპია. ამ მეთოდმა მიიღო სახელწოდება - CTL019 თერაპია. მას საფუძვლად უდევს აივ- გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსის გამოყენება.
საპილოტე პროგრამაში ჩართული იყო 12 მოხალისე, ყველა მათგანი ფაქტიურად განწირული იყო, ისინი დაავადების ბოლო სტადიაზე იმყოფებოდნენ. შედეგად ცხრა ადამიანი გადარჩინეს.
მოხალისეთა შორის ორი ბავშვი იყო. მათგან ერთს 7 წლის გოგონას ემილ უაიტს 2 წლის განმავლობაში ცდილობდნენ განეკურნათ აშშ-ს საუკეთესო კლინიკაში. თუმცა, ქიმიური და სხივური თერაპია უძლური აღმოჩნდა. ვირუსული კულტურის შეყვანის მომენტში ექიმების შეფასებით ემილის მდგომარეობა უმძიმესი იყო: შინაგანი ორგანოები 48 საათის განმავლობაში გაითიშებოდა.
თუმცა, ექვსი თვის შემდეგ, მედიკოსებმა ლეიკოზების სრული რემისია აღნიშნეს.
CTL019-თერაპიის ერთადერთი და ძალიან სერიოზული ნაკლი არის ის, რომ კიბოსგან გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტები მაინც რჩებიან აივ ინფიცირებულები. თუმცა, მედიკოსები არც თუ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რომ ეს ამ შემთვევაში -ნაკლები ბოროტებაა.