აშშ-ში ელექტრონული სალბუნი შექმნეს, რომელსაც შეუძლია თავის ტკივილის შეტევებს გაუმკლავდეს. საკვები პროდუქტების და სამკურნალო საშუალებებზე კონტროლის სააგენტომ მოიწონა სალბუნის გამოყენება.
სალბუნს Zecuity მუდმივი გალვანური დენის დახმარებით კანქვეშ შეჰყავს სამკურნალო საშუალება. კვლევების მონაცემებით სალბუნმა ეფექტურობა აჩვენა 87 %- ის შემთხვევაში. პრეპარატის მოქმედება 4 საათი გრძელდება. შაკიკის შეტევისას სალბუნი აუცილებელია დამაგრდეს მხარს ქვემოთ და დააჭიროთ ღილაკს.
სალბუნის შემქმნელებს იმედი აქვთ,რომ მასზე მოთხოვნა დიდი იქნება, რადგან სალბუნში არსებული სუმატრიპტანი, რომელიც აბების სახით გამოიყენება ხშირად იწვევს გვერდით ეფექტებს, ხოლო კანქვეშ შეყვანისას გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.