მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ონკოლოგიურ უჯრედებში დნმ-ის ორმაგი მოლეკულა გვხვდება და გადადგეს ნაბიჯი კიბოს სამკურნალო პრეპარატის შესაქმნელად.
გენეტიკოსებმა კემბრიჯიდან ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. დნმ-ის არატიპიური მოლეკულის შესწავლისას მკვლევარებმა პროფესორ შანკარ ბალასუბრამანის ლაბორატორიიდან გამოთქვეს მოსაზრება, რომ დნმ-ის ჯაჭვზე ამ დეფექტს მივყავართ კიბოს უჯრედების ფორმირებამდე.
ნორმალურ მდგომარეობაში დნმ-ის მოლეკულა ორ ჯაჭვზე აკინძულ სპირალს წარმოადგენს. თუმცა მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ოთხი ჯაჭვისგან შემდგარი მოლეკულები. ნორმალურ მდგომარეობაში ასეთი სტრუქტურის ფორმირება მოლეკულის ორად გაყოფის შემთხვევაში ხდება.
თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გაყოფა არ ხდება და დნმ-ის მოლეკულა ინარჩუნებს ოთხ ჯაჭვიან სტრუქტურას. ამ ტიპის მოლეკულებს G კვადრუპლექს უწოდებენ. მეცნიერებმა ივარაუდეს,რომ დნმ-ის მოლეკულის გაყოფის მექანიზმის მარცხს შეუძლია ახსნას არა მარტო ავთვისებიანი უჯრედების წარმოქმნა, ასევე ბევრი თავისებურება: მაგალითად ის, რომ ბევრ შემთხვევაში იმუნური სისტემა არ უტევს მათ, აღიქვამს რა "მუტანტებს" როგორც "მშობლიური" უჯრედები.
მეცნიერთა ძალისხმევა ფოკუსირებულია იმაზე, რათა გაიგონ, რომელი ფაქტორი პროვოცირებს G-კვადრუპლექსის წარმოქმნას. სავარაუდოდ, ეს შეიძლება მაღალი შემცველობის გუანინე იყოს - ოთხი ნივთიერებიდან ერთი, რომელიც დნმ-სპირალის საფუძველს შეადგენს.