როგორც აღმოჩნდა შიშვლად ძილი უსაზღვროდ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მსგავსი ძილი სასარგებლოა ადამიანის როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური მდგომარეობისთვის. ადამიანს ტანსაცმლის გარეშე, გაცილებით კარგად ძინავს, რადგან ამ შემთხვევაში სხეული არ ექვემდებარება გადახურებას და ნარჩუნდება მისი ბუნებრივი ტემპერატურა.
ნაპოვნია კიდევ ერთი ეფექტი: ძილი ტანსაცმლის გარეშე ეხმარება წონაში დაკლებას. ეს განპიროვნებულია შიშველი ადამიანის გაცილებით მშვიდი ძილით, რომელსაც სტრესის ჰორმონის -კორტიზოლის შემცირებასთან მივყავართ. ამასთან შენარჩუნებულია სხეულის ენერგია და კონტროლირდება შიმშილის გრძნობა. ძილის დარღვევისას მატულობს კორტიზოლის დონე და დილით გაღვიძებისას ადამიანს აწუხებს შიმშილის ძლიერი გრძნობა,რომლის დაკმაყოფილება შეიძლება დიდი რაოდენობის საკვების მიღებით.
შიშველ ძილს სხვა უპირატესობაც აქვს. სხეულის გადახურება წარმოქმნილი ტანსაცმლის შედეგად, არღვევს ზრდის ჰორმონის და მელატონინის ზემოქმედებას, რომელიც გაახალგაზრდავების პროცესში ფუნდამენტურ ჰორმონს წარმოადგენს. სხეულის ბუნებრივი ტემპერატურის დროს კანი უკეთესად იზრდება, უკეთესად გამოიყოფა ასევე ზრდის ჰორმონი.
როცა ორივე პარტნიორი შიშველი იძინებს, სხეულის ზედაპირის შეხებისას ოკსიტოცინი გამოიყოფა, რაც მათ სექსუალურ ცხოვრებას გაცილებით ინტენსიურს და ვნებიანს ხდის.