ბოსტნეული და ხილი ადამიანს უფრო ბედნიერს და ოპტიმისტურს ხდის. ასეთია ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების ვარუდი, რომელიც საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით გააკეთეს. კვლევებში მონაწილეობდა 25-74 წლის ასაკის ათასამდე ქალი და მამაკაცი.
ყველა მოხალისეს სისხლის ანალიზის დახმარებით გაუზომეს სხვადასხვა ანტიოქსიდანტის დონე, ხოლო სპეციალური კითხვარის გამოყენებით დაადგინეს- ცხოვრებით კმაყოფილების დონე.
დადგინდა,რომ ადამიანებს ოპტიმიზმის მაღალი დონით აღმოაჩნდათ ანტიოქსიდანტ კაროტინოიდის გაცილებით უმაღლესი დონე. ამ ძლიერი ანტიოქსიდანტებით მდიდარია ხილი და ბოსტნეული.
აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი რაციონი აძლიერებს ოპტიმიზმს.
ამასთან, მეცნიერები არ გამორიცხავენ,რომ ოპტიმისტური განწყობა აიძულებს ადამიანს მიირთვას მეტი ხილი და ბოსტნეული.