შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაშში მცხოვრები, ადრე ქურდობისთვის ნასამართლევი ლაშა თ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კარაბინის 120 და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის „მ-4"-ის 30 ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.